დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზის დადგენა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. შესაძლებელია გამოიყოს ისეთი მდგომარეობები, რომლებიც ხელს უწყობენ თირკმლის გორგალში ინფექციის განვითარებას, ესენია: ყელის ან კანის ინფექციები, გამომდინარე იქედან რომ ინფექციასთან ბრძოლისას ორგანიზმში გამოიყოფა დიდი რაოდენობით ანტისხეულები რომლებაც შეიძლება დაააზიანონ, თირკმლის გამფილტრავი გორგალი. ჯერჯერობით დაუდგენელია ზუსტი მიზეზი, მაგრამ გლომერულონეფრიტი დაკავშირებულია ბაქტერიულ ენდოკარდიტთან, გარდა ამისა, გლომერულონეფრიტის განვითარების რისკი იზრდება ისეთი ვურუსული ინფექციების დროს, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ჰეპატიტი B, C, იმუნური დარღვევების ფონზე და ა.შ
დაავადების ნიშნები და სიმპტომები დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, მწვავეა თუ ქრონიკული, ასევე გამომწვევ მიზეზე. თავდაპირველი სიმპტომებიდან შესაძლებელია გამოვყოთ, შარდის ფერის ცვლილება, მაღალი არტერიული წნევა, სითხის შეკავება. გლომერულონეფრიტის გართულებულმა ფორმამ შესაძლებელია დააზიანოს თირკმელები.
გლომერულონეფრიტის მკურნალობა საბედნიეროდ შესაძლებელია და დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებსა და ფორმაზე.