გიიენ-ბარეს სინდრომი

გიიენ-ბარეს სინდრომი იშვიათი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს ნერვებს.

გამომწვევი მიზეზები

სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მას ხშირად წინ უსწრებს ინფექცუირი დაავადება, მაგალითად რესპირატორული ინფექცია ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსლი ინფექცია.

სიმპტომები

პირველი სიმპტომები კიდურებში სისუსტე და ჩხვლეტის შეგრძნებაა, აღნიშნული სიმპტომები შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და მთელი სხეულის პარალიზება გამოიწვიოს.

მკურნალობა

გიიენ-ბარეს სინდრომის განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები, რომლებიც ამცირებენ დაავადების სიმპტომებსა და ხანგრძლივობას. ადამიანთა უმეტესობა ახერხებს გამოჯანმრთელებას თუმცა მათ მაინც რჩება ხანგრძლივი ეფექტები, როგორებიცაა სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა და დაღლილობა.