დაავადება ხშირად იწყება კუნთების ატროფიითა და ძვლების სისუსტით. დროტა განმავლობაში პაციენტები კარგავენ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს, მეტყველება ხდება გაურკვეველი, ძნელდება ყლაპვა.
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზით დაავადებული ადამიანები საჭიროებენ გულდასმით მოვლას. მათი კვება დასაშვებია მცირე ულუფებით და მჯდომარე მდგომარეობაში. ორგანიზმში შეიყვანება B1, B12, E ვიტამინების ინექცია.