ინფექციის გამომწვევად ითვლება ჰერპესის ვირუსი და დაავადების გავრცელების ძირითდი გზა სქესობრივი კონტაქტია. თავდაპირველი ინფიცირების შემდეგ, ვირუსი მთვლემარე მდგომარეობაში რჩება ორგანიზმში და წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება გააქტიურდეს.
ინფექციას ახასიათებს ტკივილი, ქავილი და წყლულები გენიტალიურ არეში. შესალებელია იგი უსიმპტომოდაც არსებობდეს. დაინფიცირებული ადამიანი წყლულების არარსებობის შემთხვევაშიც კი გადამდებია.
დაავადების განკურნება სამწუხაროდ შეიძლებელია, მაგრამ არსებობს მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ შეამსუბუქონ სიმპტომები და შეამცირონ სხვების ინფიცირების რისკი.