გენიტალიების პაპილომატოზი
გენიტალიების პაპილომატოზი ყველაზე გავრცელებული სქესობრივად გადამდები ინფექციაა. მდგომარეობის გამომწვევი პაპილომა ვირუსის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის ორგანიზმში შეჭრაც გენიტალიების ზედაპირის მეჭეჭებით დაფარვას იწვევს. წანაზარდები ხშირად იმდენად მცირე ზომისაა, რომ სპეციალისტთან კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია მათი შემჩნევა დაავადება უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული. პრევენციის საუკეთესო გზა ვაქცინაციაა.