გაცივება

გამომწვევი მიზეზები

გაცივება გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების ცხვირისა და ხახის ვირუსული ინფექციით. მდგომარეობა უმეტესად უვნებელია, თუმცა პაციენტს უქმნის გარკვეულ დისკომფორტს. მიუხედავად იმისა, რომ გაციების გამოწვევა 100 ზე მეტი ტიპის ვირუსს შეუძლია, ყველაზე ხშირი მაინც რინოვირუსია, რომელიც ადამიანიდან ადამიანზე საკმაოდ ადვილად გადადის. ვირუსი ორგანიზმში შეაღწევს პირის ღრუს, თვალების ან ცხვირის ღრუს მეშვეობით. იგი ვრცელდება ჰეარწვეთოვანი გზით, როცა ვინმე დაახველებს, დააცემინებს ან საუბრობს, ვირუსი ასევე ვრცელდება ზედაპირული კონტაქტით, როცა ადამიანებს აქვთ საზიარო ნივთები, სათამაშოები, ტელეფონები და ა.შ. ასეთ ზედაპირთან კონტაქტის შემდეგ თვალებზე, ცხვირზე ან პირზე შეხებისას ვირუსი ხვდება ორგანიზმში.

სიმპტომები

გაცივების სიმპტომები ვირუსით დაინფიცირებიდან დაახლოებით 1 - 3 დღის შემდეგ ჩნდება, ესენია:

გაციება სხვა ვირუსული დაავადებებისგან იმით განსხვავდება, რომ იშვიათია მაღალი სიცხის სიმპტომი, ასვე ძლიერი დაღლილობა და სისუსტე.

მკურნალობა

ჯანმრთელობის მდგომარეობა დაახლოებით ერთ კვირაში თავისით უმჯობესდება, ექიმთან კონსულტაცია საჭირო ხდება სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში.