მდგომარეობის ჩამოყალიბების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია რამდენიმე მიზეზი, მაგალითად, ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქციის მოშლა, ცენტრალური ნერვულ სისტემის მდგომარეობა. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უმეტესად ემოციური ფსიქიკის პატრონებს უვლინდებათ. ავადმყოფს ხშირად აქვს დამძიმებული ფსიქოსოციალური ანამნეზი, საჭიროებს ფსიქოთერაპიულ და ფსიქიატრიულ დახმარებას. კიდევ ერთი მიზეზია ნაწლავის ჰიპერმგრძნობელობა. ნაწლავი ადვილად ღიზიანდება, ამიტომ ჩვეულებრივი ოდენობის განავლოვანი მასებიც კი ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს.
დაავადებას ახასიათებს ისეთი სიმტომებია, როგორიცაა ტკივილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში აღმოცენდება, ლოკალიზდება ჭიპის ირგვლივ ან ქვემოთ, ქრება დეფეკაციის შემდეგ დეფეკაციის მოშლა - შეკრულობა ან დიარეა, რომელიც ასიდან 55 შემთხვევაში აღინიშნება. დიარეა თავს იჩენს უეცრად, ჭამის შემდეგ, ზოგჯერ - დღის პირველ ნახევარში. განავლის რაოდენობა ძალიან მცირეა, ხშირად წააგავს თხის კურკლს, შეიცავს ლორწოს. დეფეკაცია უმეტესად ჭამისთანავე ვითარდება. ხშირია ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა. გარდა ჩამოთვლილი სიმპტომებისა, ავადმყოფი უჩივის: ეპიგასტრიუმის არეში სიმძიმეს, გულისრევას, ბოყინს, ასევე - ნევროზულ მოვლენებს, მაგალითად თავის ტკივილს, ყელში ლუკმის გადაცდენის შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობას.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა საკმაოდ ეფექტური. შედეგი ბევრად არის დამოკიდებული ავადმყოფისა და ექიმის შეთანხმებულ მოქმედებაზე.