გაფანტული სკლეროზი

გაფანტული სკლეროზი არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა იწყებს საკუთარ ქსოვილებთან ბრძოლას, გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში ეს ქსოვილია მიელინი - ნერვების დამცავი გარსი, რომელიც არის ცხიმოვანი ნივთიერება, გარს აკრავს  და იცავს ნერვულ ბოჭკოებს თავის ტვინსა და ზურგის ტვინში.

მიელნის დაზიანება იწვევს კომუნიკაციის დარღვევას თავის ტვინსა და ორგანიზმის დანარჩენს ნაწილებს შორის. შესაძლოა დაქვეითდეს თავად ნერვების ფუნქცია, ეს მდგომარეობა გამოუსწორებელია.


სიმპტომები

დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიძლიერისაა ჩართული ნერვების დაზიანება. გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები კარგავენ დამოუკიდებლად სიარულის უნარს.

მკურნალობა

სამწუხაროდ აღნიშნული მდგომარეობა განუკურნებელია, სამკურნალო საშუალებებით შესაძლებელია მხოლოდ ნათელი პერიოდების (გამწვავებებს შორის) გახანგრძლივება.