გასტროზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება

გასტროზოფაგეალური რეფლუქსის დაავადება საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის, იგულისხმება საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები, ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას, რა სახელითად ხშირად მოიხსენიებენ ამ დაავადებას. მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმოადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სპინქსტერის ე.წ ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში. მსგავსი მდგომარეობების ხანგრძლივი დროის მანძილზე არსებობის შემთხვევაში ვითარდება საკმაოდ მძიმე გართულებები, როგორიცაა საყლაპავის ანთება და კიბოწინარე მდგომარეობა.დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: გულძმარვა, ტკივილი გულმკერდის არეში, ყლაპვის გაძნელება, მშრალი ხველა, ხმის ჩახლეჩა ან ყელის ტკივილი, მჟავის და საკვების უკან ამოსვლა, შეგრძნება თითქოს ყელში, რაღაც არის გაჩხერილი. დაავადების მკურნალობა გულისხმობს კუჭის მჟავიანობის შესამცირებელ საშაულებებს, კუჭის მჟავის გამომუშავების დამაქვეითებელ მედიკამენტებს და სხვა სპეციფიკური მკურნალობის მეთოდებს.