გასტროენტერიტი
გასტროენტერიტი ეწოდება კუჭ-ნაწლავის ანთებას. მდგომარეობის გამომწვევ მიზეზად ითვლება ვირუსები, პარაზიტებითა და ბაქტერიებით დაბინძურებული საკვები და სასმელი, ანთებითი პროცესი შეიძლება განვითარდეს ახალი ტიპის ან სახის საკვების მიღებისას ან გამოვლინდეს როგორც მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. დაავადებას ახასითებს შემდეგი სიმპტომები: გულისრევის შეგრძნება და ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმები. ექიმთან ვიზიტამდე რეკომენდირებულია რამდენიმე საათის განმავლობაში საკვების მიღებისგან თავის შეკავება, დიდი რაოდენობით წყლის ან ელექტროლიტების შემცველი სითხეებისა და მარტივად მოსანელებელი საკვების მიღება.