სიმპტომები მოიცავს ტკივილს, ცხელებას, ქავილს, სიწითლეს, ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს სმენის დროებითი დაკარგვა. ინფექციის განვითარების შემდეგ არ არის მიზანშეწონილი ყურის არხის სახლის პირობებში გასუფთავება, რადგან ინფექციის გამოწვევმა ბაქტერიამ შესაძლოა გადაინაცვლოს ყურის უფრო ღრმა ნაწილებში.
ინფექციასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება ყურის წვეთების გამოყენებაა. აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია თუ ყურის ტკივილი უარესდება, გარეთა ყურის სიწითლე ხდება უფრო აშკარა, ყოველივე ამას ერთვის თავის ტკივილი, ძილიანობა და დაბნეულობა, გულის წასვლა. სპეციალისტთან კონსულტაცია და დროული მკურნალობა გარე ყურის ანთებისგან განტავისუფლების საუკეთესო საშუალებაა.