ბოტულიზმი
ბოტულიზმი საკმაოდ იშვიათი თუმცა ძალზედ მძიმე ინფექციაა, მას იწვევს ბაქტერია კლოსტრიდიუმ ბიტულინუმის გამოყოფილი ტქოსინი. გამოვლენილია ბოტულიზმის რამდენიმე ტიპი. ჩვილთა ბოტულიზმის შემთვევაში, რომელიც ინფექციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, კლოსტრიდიუმ ბიტულინუმის ბაქტერიული სპორები ხვდება ჩვილის მომნელებელ სისტემაში. დაავადების აღნიშნული ტიპი ძირითადად 2-6 თვის ასაკში გვხვდება. შემდეგია საკვებისმიერი ბოტულიზმი, რომელიც გამოწვეულია შემდეგით: მავნებელი ბაქტრია გადარჩება და წარმოქმნის ტოქსინებს იმ გარემოში სადაც ნაკლები ჟანგბადია, ასეთია მაგალითად, დახუფული საკვები. ჭრილობისმიერი ბოტულიზმი ვითარდება მაშინ თუკი ინფექციის გამომწვევი ბაქტერია მოხვდება ჭრილობაში, მას შეუძლია გამოიწვიოს საშიში ინფექცია ტოქსინის გამოყენებითაც. ბოტულიზმის სხვადასხვა ტიპს სხვადასხვა სიმპტომები აქვს. ნებისმიერი ფორმა შესაძლებელია იყოს ფატალური სიცოცხლისთვის ამიტომაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ექიმთან ვიზიტი და სათანადო მკურნალობის ჩატარება.