ბლეფარიტი

ბლეფაირტი იგივე ქუთუთოების ანთება ძირითადად ქუთუთოს იმ ნაწილს მოიცავს, რომელიც წამწამების ზრდასთანაა დაკავშირებული. ანთება ხშირად ეხება ორივე ქუთუთოს. ბლეფარიტის განვითარების ძირთადი მიზეზი წამწამების ძირში არსებული მცირე ზომის ცხიმოვანი ჯირკვლების საცობებით დაბლოკვაა, რაც იწვევს თვალების გაღიზიანებასა და შეწითლებას. ბლეფარიტი საკმაოდ ხშირადაა ქრონუკული მდგომარეობა, რომლის მკურნალობაც ადვილი არ არის. მართალია, ვიზუალურად და დისკომფორტის თვასაზრისით, ბლეფარიტი შემაწხებელი მდგომარეობაა, მაგრამ იგი ძირითადად არ აზიანებს მხედველობას და არ არის გადამდები.