ბიპოლარულ აშლილობას მოხსენებიენ, როგორც მანიაკალურ დეპრესიას. აღნიშნულ დაავადებაში იგულისხმება განწყობის ექსტრემალური ცვალებადობა, რომელიც გამოხატულია ემოციური მანიაკალური ან ჰომომანიაკალური ეპიზოდებითა და დეპრესიით. დეპრესიის დროს ადამიანი უიმედობის განცდითაა შემყრობილი და ვერ იღებს სიამოვნებას ცხოვრებისეული აქტივებოებისგან. თუ გაწყობა ამაღლებულია ადამიანი ეიფორიასა და ენერგიის მოზღვავებას განიცდის. განწყობის ცვლილებები შესაძლოა წელიწადში ან კვირაში რამდენჯერმეც კი მოხდეს. პაციენტებს აღენიშნებათ შემდეგი სიპტომები: მაღალი თვითშეფასება, ძილის მოთხოვნის დაქვეითება (მათ ყოფნით სამი საათი ძილიც) უჩვეულოდ ბევრი ლაპარაკი, ფიქრების თავმოყრის უნარის დაქვეითება, ყურადღების მარტივად გაფანტვა და ა.შ.
ბიპოლარული აშლილობის მიზეზი უცნობია, დაავადება რთული და გრძელვადიანია, თუმცა მედიკამენტური ჩარევისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციებით შესაძლებელია განწყობის დასტაბილურება.