ბაქტერიული მენინგიტი

მენინგიტი თავისა და ზურგის ტვინის შემომსაზღვრელი მემბრანების ანთებაა. მენინგიტთან ასოცირებული შეშუპება ხშირად იწვევს დამახასიათებელ ნიშნებსა და სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, ცხელება და კისრის გაშეშება.

გამომწვევი მიზეზები

დაავადება ძირითადად ვირუსული ინფექციითაა გამოწვეული, მაგრამ შესაძლოა იყოს ბაქტერიულიც უფრო იშვიათად, მენინგიტს სოკოები იწვევენ. მწვავე ბაქტრიული მენინგიტი ვითარდება, როცა ბაქტერია შეარწევს სისხლში გამრავლდება თავის ტვინსა და ზურგის ტვინში, მენინგიტი ასევე შეიძლება განვითარდეს ბაქტერიის პირდაპირი შეღწევით, მაგალითად ყურის ანთების დროს, თავის ქალის მოტეხილობის გამო და იშვიათად ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ბაქტერიული მენინგიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიკროროგანიზმებია პნევმოკოკი, მენინგოკოკი, Hemophilus Influenza, ლისტერია.

სიმპტომები

მენინგიტის ნიშნები და სიმპტომები წააგავს გრიპის სიმპტომებს. ეს ნიშნები ვითარდება რამდენიმე საათში ან დღეში. მენინგიტის ნიშნებსა და სიმტომებს მიეკუთვნება: ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ გავს სხვა ტკივილებს, დაბნეულობა, ღებინება ან გულისრევა, თავის ტკივილთან ერთად, კისრის გაშეშება.

მკურნალობა

ადრეული მკურნალობა ბაქტერიული მენინგიტის დროს საშუალებას იძლევა პაციენტებში თავიდან იქნეს აცილებული დაავადებისთვის დამახასიათებელი მძიმე გართულებები.