ბართოლინის ჯირკვლის ცისტა

ბართოლინის ჯირკვლები მოთავსებულია საშოს შესავალის ორივე მხარეს. ეს ჯირკვლები გამოყოფს სითხეს და აქვს ვაგინის ლუბრიკაციის ფუნქცია.

გამომწვევი მიზეზები

ქსპერტები მიიჩნევენ რომ ბართოლინის კისტის მიზეზი სითხის შეკავებაა, რის შედეგად ჩნდება უმტკივნეულო შესიება ანუ  ბართოლინის კისტა. სითხე შეიძლება დაგროვდეს ჯირკვლის სადინარის დახშობის შედეგად, რასაც იწვევს ინფექცია ან ტრავმული დაზიანება. ბართოლინის კისტა შესაძლოა ინფიცირდეს და გამოიწვიოს ჩირიქის გროვის ჩამოყალიბება.  ბევრი ბაქტერია მაგალითად ეშერიხია კოლი ან სქესობრივი გზით გადაცემული ონფექციები, როგორიცაა გონორეა და ქლამიდია.

სიმპტომები

მცირე ზომის არაინფიცირებული ბართოლინის კისტა შეუმჩნეველია, მისი გაზრდის შემთხვევაში იგრძნობა ამობურცულობა ან მასა ვაგინის შესასვლელთან, ბართოლინის კისტის სრული ინფექცია შესაძლოა რამოდენიმე დღეში განვითარდეს. ინფექციის შემთხვევაში პაციენტებს აღენიშნებათ დისკომფორტი სიარულისას და ჯდომის დროს, მტკივნეული ამობურცულობა ვაგინის შესასვლელთან, ტკივილი სექსუალური კავშირის დამყარების დროს, სიცხე, ბართოლინის კისტა ან აბსცესი ძირითადად ვაგინის შესასვლელის ცალ მხარეს ყალიბდება.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მის ზომაზე, ტკივილის სიძლიერეზე და ინფექციის არსებობაზე, ზოგჯერ სახლის პირობებში მკურნალობა საკმარისია, ხანდახან კი ბართოლინის კისტის ქირურგიული დრენაშია საჭირო, ინფექციის შემთხვევაში ბართოლინის კისტის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები.