ბად-კიარის სინდრომი
ბად-კიარის სინდრომი - დაავადება, ბითარდება მაშინ, როცა ღვიძლის მსხვილი ვენების თრომბოზის შედეგად, ფერხდება ღვიძლიდან ვენური სისხლის გადინება. მადგომარეობას ახასიათებს ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი სიყვითლე, ასციტი და გადიდებული, მტკივნეული ღვიძლი. დაავადების დიაგნოზირებისთვის გამოიყენება სხვადასხვა სახის სამედიცინო საშუალება, მაგალითად სცინტიგრაფია და ულტრაბგერითი გამოკვლევა. მკურნალობა ძირითადად მოიცავს ოპერაციას, ასევე ანტიკოაგულანტებსა და ფიბრინოლიზურ საშუალებებს.