ბადურის აშრევება
ერთმანეთისგან განასხვავებენ ბადურის პირველად და მეორად აშრევებას. პირველადი აშრევება წარმოაგდნეს ახლომხედველობის შედეგად ასაკობრივი ხასიათის ბადურის დეგენერაციას, ხოლო მეორადი აშრევება ვითარდება ტრამვების, ანთებითი პროცესების, თვალის სიმსივნეების დროს. დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: მხედველობის უეცარი გაუარესება,შესაძლებელია დაბრმავებაც, თვალზე "შავი ღრუბლის" წარმოქმნა - აშრევების განვითარების გამო მხედველობის ველის დაზიანებულ ნაწილზე სისხლძარღვები დაკლაკნილია და გააჩნიათ შედარებით მუქი ფერი. ბადურის აშრევები მკურნალობა ძირითადად მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში წარმატების სრულდება და ხდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება.