ბაბესიოსი

ბაბესიოსი მიკროსკოპული პარაზიტის მიერ გამოწვეული დაავადება რომელიც ზეგავლენას ახდენს სისხლის წითელ უჯრედებზე. პაციენტთა უმრავლესობაში დაავადება გამოწვეულია პარაზიტ Babesia microti - ის ორგანიზმში მოხვედრით. პარაზიტის მატარებელია შავფეხა ტკიპა, რომლის ნაკბენიც ბაბესიოსის გამომწვევი ძირითადი მიზეზია და დამახასიათებელია კონკრეტული რეგიონებისა და სეზონებისთვის. აღსანიაშნავია, რომ ტკიპა ძირითადად გავრცელებულია შუა აღმოსავლეთში და ინფიცირების შემთხვევები იზრდება თბილ თვეებში. ბაბესიოსის მძიმე ფორმა ძირითადად ვითარდება იმ პაციენტებში რომელთაც აქვთ სუსსტი იმუნური სისტემა, ღვიძლის ან თირკმლის რომელიმე დააავადება, ასევე არიან ხანშიშესულნი.

სიმპტომები

ბაბესიოსი შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქი სიმპტომებით, თუმცა არ არის გამორიცხული მდგომარეობა გახდეს სიცოცხლისთვის საშიში. დაინფიცირებულ პაციენტთა დიდი რაოდენობა თავს კარგად გრძნობს და საერთოდ არ აღენიშნება რაიმე სახის სიმპტომი, ზოგ მათგანი კი გრძნობს გაციებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, როგორიცაა ცხელება, ოფლიანობა, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი, მადის დაკარგვა, გულისრევა ან დაღლილობა.

ბაბესიოსის გართულებული ფორმა იწვევს სისხლის წნევის დაცემას. ანემიას გამომდინარე იქედან, რომ ბაბებისოსის გამომწვევი ბაქტერია აზიანებს სისხლის წითელ უჯრედებს, იწვევს თრომპოციტოპენიას, სისხლდენებსა და სისხლჩაქცევებს, ფილტვების, ღვიძლის, თურკმელების უკმარისობას და სამწუხაროდ სიკვდილსაც.

მკურნალობა

მიუხედავად დააავადების სირთულისა არსებობს სპეციალური სამედიცინო საშუალებები რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია ბაბესიოსისგან განკურნება და ინფიცირების პრევენცია.