აქილევსის მყესის ანთება
ტენდინიტი იგივე აქილევსის მყესის ანთება, მისი მძიმე დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. აქილევსის მყესი ის ქსოვილია, რომელიც კანჭის ძვლებს აერთებს ქუსლის ძვალთან. ყველაზე ხშირად ეს დაავადება მორბენალ ათლეტებს ემართებათ, რომლებმაც სწრაფად გაზარდეს სირბილის სიჩქარე ან ხანგრძლივობა, ასევე გვხვდება შუახნის ადამიანებში, რომლებიც რომელიმე სპორტის სახეობას მისდევენ, მაგალითად კალათბურთს, ჩოგბურთს მხოლოდ შაბათ-კვირას ან გართობის მიზნით. დაავადების მკურნალობა ძირითადად ექვემდებარება, მარტივ სახლის პირობებში შესაძლებელ საშუალებებს, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.