აქალაზია

აქალაზია ერთ-ერთი იშვიათ დაავადებად ითვლება. საყლაპავიდან საკვები და სითხეები ძნელად გადადის კუჭში, საყლაპავი მილი კარგავს უნარს ჩაიტანოს საკვები კუჭისკენ, ხოლო კუნთოვანი სარქველი კუჭსა და საყლაპავს შორის ვერ ახდენს რელაქსაციას და არ ატარებს საკვებს. ამ პრობლემის მიზეზი საყლაპავის ნერვების დაზიანებაა, რომელიც შესაძლოა აუტოიმუნური ხასიათის იყოს. აქალაზიის სიმპტომების კონტროლი მინიმალურად ინვაზიური თერაპიის ან ქირურგიული ჩარევის საშალებით ხდება.