აფრიკული ტიპანოსომიაზისი
აფრიკული ტიპანოსომიაზისი იგივე მძინარე ავადმყოფობა პარაზიტების მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. პარაზიტების ძირითადი მატარებელია ბუზი ცეცე. დაინფიცირებული მწერის კბენა საკმარისია პარაზიტის სისხლში და შემდეგ სხეულის სხვადასხვა ორგანოში მოსახვედრად. არსებობს აფრიკული ტიპანოსომიაზისის გამომწვევი ორი ბაქტერია: Trypanosomoa brucei gambiense და Trypanosoma brucei rhodesiense. ეს უკანსკნელი დაავადების უფრო რთულ და მწვავე ფორმას იწვევს. რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება აფრიკის კონტინეტის იმ ნაწილში ცხოვრება სადაც გავრცელებულია ინფექციის მატარებელი მწერი. დაავადება არ არის გავრცელებული მსოფლიოს სხვა ქვეყნებში თუმცა არ არის გამორიცხული აფრიკაში მოგზაურობისას დაინფიცირება.