აუტოიმუნური გასტრიტი
გასტრიტი არის საერთო ტერმინი იმ დაავადებებისა რომელთაც ერთი საერთო თვისება აქვთ: კუჭის ამომფენი შრის ანთება. აღნიშნული ხშირად გამოწვეულია იმავე ინფექციით, რაც იწვევს კუჭის წყლულის გაჩენას. გასტრიტის განვითარებას ხელშემწყობი ფაქტორია ტკივილგამაყუჩებლებისა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით, რეგულარული მიღება. გასტრიტი შეიძლება განვითარდეს უეცრად ან ნელ-ნელა დროთა განმავლობაში. გართულებულ შემთხვევაში გასტრიტი იწვევს კუჭის წყლულოვანი დაავადებისა და სიმსივნის განვითარებასაც კი. აუტოიმუნური გასტრიტიდაკავშირებულია იმუნური სისტემის მცდარ რეაქციასთან. ჯანრმთელი ადამიანის იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ინფექციებისგან, მასში შეჭრილი უცხო ორგანიზმების იდენტიფიცირების და განადგურების გზით, თუმცა ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო ხშირად იმუნური სისტემა იწყებს ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში. როცა ეს პროცესი კუჭში მიმდინარეობას და იმუნური სისტემა შეცდომით უტევს კუჭის ჯანმრთელ უჯრედებს ვითარდება აუტოიმუნური გასტრიტი.