ატოპიური დერმატიტი

ატოპიური დერმატიტი არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის გაწითლებასა და ქავილს. დაავადება ძირითადად გავრცელებულია ბავშვებში, თუმცა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმერ ასაკში. ატოპიური დერმატიტი საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარე მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს პერიოდული გამწვავება, ჯანმრთელი კანის უჯრედები უზრუნველყოფენ ადამიანის დაცვას ბაქტერიების, გამაღიზიანებლებისა და ალერგენებისაგან.

გამომწვევი მიზეზები

ატოპიური დერმატიტი, იგივე ეგზემა დაკავშირებულია გენეტიკურ ცვლილებებთან, რომელიც გავლენას ახდენს კანის დამცველობით ფუნქციაზე და ხელს უწყობს გარემო ფაქტორების გამღიზიანებლების თუ ალერგენების ზემოქმედებას კანზე. ზოგიერთ პაციენტში საკვებით გამოწვეულმა ალერგიამ დიდი როლი შეიძლება ითამაშოს ეგზემის განვითარებაში.

სიმპტომები

ეგზემის სიმპტომებია:

მკურნალობა

ატოპიური დერმატიტი ძირითადად 5 წლის ასაკამდე ვლინდება და შეიძლება გაგრძელდეს ზრდასრულობის მიღწევამდე. სამწუხაროდ, დაავადების განკურნების საშუალება ჯერ არ არის აღმოჩენილი, თუმცა მკურნალობითა და კანის მოვლის სხვადასხვა გზით შესაძლებელი ხდება შემცირდეს ქავილი და კანის დაზიანებები.