ასკარიაზი
ასკარიაზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტული ჭიები, ისინი ადამიანის ორგანიზმს, იყენებენ როგორც მასპინძელს ლარვების ან კვერცხების ზრდასრულ პარაზიტამდე მომწიფებისთვის. ინფექციის გამომწვევი ზრდასრული ჭია შესაძლებელია იყოს 30 სანტიმეტრი სიგრძის. დაავადებულ პაციენტთა უმრავლესობში ინფექცია თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა მის მძიმე ფორმას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული სიმპტომები და გართულებები. ასკარიაზი უფრო ხშირად უვითარდებათ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს. ასკარიაზის გამომწვევი ჭიები გავრცელებულია ტროპუკულ და სუპტროპიკულ ზონებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში სადაც არ არის დაცული სანიტარიისა და ჰიეგიენის დონე. ასკარიდას ჭიის კვერცხები გადაყლაპვის შემდეგ ხვდებიან წვრილ ნაწლავში საიდანაც მიგრირდებიან ფილტვებში. ეს ყოველივე იწვევს ასთმის მსგავსი სიმპტომების გამოვლენას, სუნთქვის უკმარისობა, ხველა, მძიმედ სუნთქვა. ფილტვებში მოხვედრიდან 10 დღის შემდეგ ლარვა გადაინაცვლებს ყელში საიდანაც ხველების საშუალებით გამოაღწევს ჰაერში.