არაალერგიული არაინფექციური რინიტი
ტერმინი არაალერგიული არაინფექციური რინიტი გულისხმობს ქრონიკულ ცემინებასა და ცხვირიდან გამონადენს, ყველანაირი გამომწვევი მიზეზის გარეშე. ამ მდგომარეობის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: გარემო გამღიზიანებლები - მტვერი, კვამლი, გამონაბოლქვი, ნესტიანი ამინდი, მედიკამენტები, მაგალითად, ანტების საწინააღმდეგო საშუალებები, სტრესი, ჰორმონული ცვლილებები. არაალერგიული არაინფექციური რინიტი ძირითადად 20 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავცელებული და ვლინდება შემდეგი სიმპტომებით, ცხვირის ღრუს შეშუპება, გამონადენი ცხვირიდან, ცემინება, ლორწოს დაგროვება ყელში, ქავილი. დიაგნოზის დასმა ხდება სიმპტომებზე დაკვირვებით, ასევე უნდა გამოირიცხოს ალერგიული და ინფექციური ფონი. მდგომარეობა არ არის საშიში, სიმპტომები ადვილად ქრება ცხვირის გამხსნელი სპრეებისა და სხვა დამხმარე საშუალებების გამოყენებით