აპალასტიური ანემია არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმში წყდება სისხლის წითელი უჯრედების საკმარისი რაოდენობით წარმოქმნა. ანემიის ეს ტიპი საკმაოდ იშვიათი და სერიოზული დაავადებაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. დაავადება შესაძლებელია ჩამოყალიბდეს უეცრად ან გამოვლინდელს ნელა და გაუარსედეს დროთა განმავლობაში.
დაავადების გამომწვევი მიზეზია ძვლის ტვინის მიერ სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის შემცირება ან შეწყვეტა. ძვლის ტვინი არის წითელი, ღრუბლისებრი ქსოვილი, რომელიც მდებარეობს ძვლის შიგნით და უზრუნველყოფს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას. ძვლის ტვინის დაზიანება შეიძლება განაპირობოს მრავალმა ფაქტორმა, მაგალითად, რადიაციამ ან ქიმიო თერაპიამ. კიბოს წინააღმდეგ მიმართული ეს საშუალებები, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესში ხშირად ძვლის ტვინს აზიანებენ. ტოქსიკურ ნივთიერებებთან ხშირი კონტაქტი, კონკრეტული ნარკოტიკების გამოყენება. აუტოიმუნური დარღვევები, ვურუსული ინფექციები, ასევე ახდენენ დაავადების პროვოცირებას. ორსულობის პერიოდში ჩამოყალიბებული ანემია შეიძლება დაკავშირებული იყოს აუტოიმუნურ პრობლემებთან, არ არის გამორიცხული ორსულობის პერიოდში ადამიანის იმუნურმა სისტემამ შეიძლება დააზიანოს ძვლის ტვინი.
დაავადებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
აპალასტიური ანემიის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტებს, სისხლის გადასხმას ან ძვლის ტვინის გადანერგვას.