აპენდიციტი

აპენდიციტი იგივე ჭია ნაწლავის ანთება წარმოადგენს თითის ფორმის ნაწლავის წანაზარდის ანთებას, იგი მსხვილი ნაწლავიდან გამოდის, მუცლის მარჯვენა მხარეს. აპენდიციტის ზუსტი ფუნქცია დადგენილი არ არის. ანთების წარმოაშობასთან ერთად იწყება ტკივილები ქვედა მუცლის არეში, პაციენტების უმრავლესობას აწუხებს ტკივილი  კუჭის გარშემო რომელიც შემდეგ გადაინაცვლებს მარჯვნივ, ანთების გართულებასთან ერთად ძლიერდება ტკივილიც.  აპენდიციტი ძირითადად გამოვლინდება 10-30  წლის ადამიანებში. მკურნალობა ძირითადად გულისხმობს აპენდიქსის ამოკვეთას ქირურგიული ჩარევის გზით.