ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დროს იმუნური სისტემა ბრძოლას იწყებს ორგანიზმის ნორმალური ცილების წინააღმდეგ. აღნიშნული სინდრომი იწვევს სისხლის კოლტების წარმოქმნას არტერიებსა და ვენებში, შესაძლოა გაჩნდეს გართულებები ფეხმძიმობის დროს, მაგალითად სპონტანური აბორტი და მკვდრად შობადობა. დაავადებამ შესალებელია გამოიწვიოს კოლტების ფორმირება ფეხის ღრმა ვენებში, თირკმელსა და ფილტვებში. დაზიანების პროგნოზი დამოკიდებულია ადგილმდებარეობასა და სიმძიმეზე. სამწუხაროდ, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი არ ინკურნება მაგრამ მედიკამენტების მიღებით შესაძლებელია შემცირდეს გართულებების რისკი.