ანორექსია

ანორექსია წარმოადგენს კვების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებულ დაავადებას, მისი დამახასიათებელი ნიშნებია საგანგაშოდ დაბალი წონა, მუდმივი შიში წონაში მომატებასთან დაკავშირებით და ასევე სხეულის წონის სწორად აღქმის უნარის დაქვეითება. ანორექსიით დაავადებული ადამიანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს აკონტროლონ საკუთარი წონა და ფიგურა, ამისთვის მიმართავენ სიცოცხლისთვის საშიშ მეთოდებს, უარს ამბობენ საჭმლის იმ ოდენობაზე რომლიც აუცილებელია ჯანმრთელი ორგანიზმის არსებობისთვის, ან მიღებულ საკვებს ორგანიზმიდან გამოდევნიან ხელოვნურად გამოწვეული გულისრევით, არასწორი დოზით იღებენ საფაღარათო საშუალებებს, სხვადასხვა სახის დიუტურ აბებს. მათ შეიძლება სცადონ წონაში კლება გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვით, ვარჯიშის საშუალებითაც. 


გამომწვევი მიზეზები

ანორექსია წარმოადგენს დაავადებას რომლის გამომწვევი მიზეზია ემოციურ პრობლემებთან გამკლავების არასწორი გზის არჩევა. დაავადება რთულად განკურნებადია, მაგრამ საბოლოოდ ადამიანებს უბრუნდებათ საკუთარი თავის სწორად აღქმის უნარი და იწყბენ საჭირო რაოდენობის საკვების მიღებას.