ანკიოლოსტომიაზი

ანკილოსტომიაზი მავნებელი პარაზიტის მიერ გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. პარაზიტი ორგანიზმში ხვდება კანის გავლით და მიემართება ნაწლავებისკენ. მიმაგრდება ნაწლავის კედელზე და იწყებს ადამიანის სისხლით კვებას. პარაზიტი ჭია დაახლოებით 1 სმ სიგრიძისაა, მას აქვს კაუჭის მსგავსი კბილები და კუნთოვანი საყლაპავი მილი სისხლის უკეთ შეწოვისთვის. მდედრი ჭია უფრო დიდი ზომისა ვიდრე მამარი, მას შეუძლია დღის განმავლობაში დადოს 10.000 კვერცხი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება გამოიჩეკოს ლარვადან და ზიანი მიაყენოს ადამიანის ორგანიზმს.

სიმპტომები

ინფექციას საწყის ეტაპზე ახასიათებს კანზე პარაზიტის შეჭრის ადგილზე გამონაყარის გაჩენა და ზოგჯერ ტკივილიც მუცლის არეში. მოგვიანებით იქმნება რკინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიის განვითარების საშიშორება, რადგან პარაზიტების მიერ სისხლის შეწოვის პროცესში ორგანიზმში იქმნება რკინის დეფიციტი. იმ შემთვევაში თუ პარაზიტების დიდი რაოდენობა ნაწლავებიდან ფილტვებში მიგრირდება, სამწუხაროდ, შეიძლება  განვითარდეს ლოფერის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ხველა და სუნთქვის გართულება.

მკურნალობა

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პარაზიტების მიერ მიყენებული ზიანის სიმწვავეზე, მათი ორგანიზმში ყოფნით განვითარებულ სხვადასხვა დაავადებებზე, საბედნიეროდ სწორი და ეფექტური მკურნალობით შესაძლებელია პაციენტებისთვის სასურველი შედეგის მიღწევა.