ანაფილაქსია

ანაფილაქსია მძიმე, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქციაა და ვითარდება ალერგენთან კონტაქტის შემდეგ წამების ან წუთების განმავლობაში. ანაფილაქსიის დროს გამოთავისუფლებულმა ქიმიური ნივთიერებების ნაკრებმა შესაძლოა შოკი გამოიწვიოს. სწრაფად იკლებს არტერიული წნევა, ვიწროვდება სასუნთქი გზები, რის შედეგადაც თითქმის შეუძლებელი ხდება სუნთქვა. მდგომარეობის გართულებას შესაძლებელია მოჰყვეს გონების დაკარგვა ან სიკვდილი.

სწრაფი, სუსტი პულსი, კანის გამონაყარი, გულისრევა და ღებინება ანაფილაქსიის ნიშნები და სიმტოპმებია, აუცილბელია მათი გამოვლენისთანავე პაციენტის გადაუდებელი დახმარების ცენტრში გადაყვანა ეპინეფრინის სწრაფი მიღების მიზნით.