ანალური სიმსივნე

ანალური სიმსივნე საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, იგი ყალიბდება ადამიანის ორგანიზმში არსებულ ანალურ ხვრელზე, რომელიც არის მოკლე მილი, იგი იწყება სწორი ნაწლავის ბოლოს,  სწორედ ამ მილის  საშუალებით ტოვებს განავალი ორგანიზმს. დაავადება გამოვლინდება სისხლდენით სწორი ნაწლავიდან და ანალური ტკივილით. ანალური სიმსივნე ხშირად დაკავშირებულია სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებთან, რომელიც გამოწვეულია პაპილომავირუსით. ხშირია შემთხვევები როცა ანალურ სიმსივნეს თან ახლავს პაპილომავირუსული ინფექცია და სწორედ ამიტომ ითვლება იგი ანალური ხვრელის კიბოს ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობა შესაძლებელია ქიმიოთერაპისა და სხივური თერაპიის კომბინაციით. თერაპია ზრდის სიმსივნისგან განკურნების შანსებს თუმცა ახლავს გვერდითი მოვლენებიც.