ალკოჰოლური მოწამვლა მძიმე მგომარეობაა, რომელსაც იწვევს დროის მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, მოწამვლა შესაძლოა სასიკვილო შედეგითაც დასრულდეს. ინტოქსიკაციის დროს დარღვეულია სუნთქვა, გულისცემა, სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, ღებინების რეფლექსი, შესაძლო გართულებებია კომა და სიკვდილი.
ბავშვებსა და მოზარდებში ალკოჰოლით მოწამვლის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის ნებით თუ უნებლიედ ისეთი საყოფაცხოვრებო სითხის მიღება, რომელიც ალკოჰოლს შეიცავს. ეთანოლით ინტოქსიკაციისას აუცილებელი ხდება სასწრაფო სამედიცინო ჩარევა.