ალკოჰოლიზმი

ალკოჰოლიზმი თავის თავში მოიცავს სასმლის მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, იგი ქრონიკული და ხშირად პროგრესირებადი დაავადებაა. პრობლემებში იგულისხმება ალკოჰოლზე ფიქრი, მისი მოხმარება პრობლემების გააზრების მიუხედავად, თრობის ეფექტის მისაღწევად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, მიჩვევა, ასევე უკურეაქცია სასმლის მიღების შეწყვეტისას, მიღებული ალკოჰოლური ნივთიერებების რაოდენობის ზრდასთან ერთად იმატებს ალკოჰოლიკად ჩამოყალიბებს რისკები. ალკოჰოლიზმნი შესაძლებელია განპირობებული იყოს გენეტიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური გარემო პირობებით. ალკოჰოლის მიღების სურვილი შესაძლებელია გაჩნდეს დადებით გრძნობების მიღების მიზნით ან უარყოფითი შეგრძნებების თავიდან ასაცილებლად.