ალერგიული კონიუქტივიტი

ალერგიული კონიუქტივიტი ანუ "წითელი თვალების დაავადება" აზიანებს ორივე მხედველობის ორგანოს, თვალებში აღმოცენდება წვისა და ქავილი შეგრძნება, ცრემლის დენა, ქუთუთო წითლდება და შუპდება, ვითარდება სინათლის შიში.

გამომწვევი მიზეზები

ალერგიული კონიუქტივიტის მთავარი გამომწვევი მიზეზი ალერგენია, რომელიც შეიძლება იყოს ჰაერში არსებული სხვადასხვა მინარევები, ალკოჰოლი, თამბაქოს მოხმარება, ტემპერატურული ფაქტორები ახალი კოსმეტიკა, ლინზები და სხვა. ხშირად შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს რომელ ალერგენზე გამოწვეულმა რეაქციამ განავითარა ალერგიული კონიუქტივიტი.

სიმპტომები

დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

სიმპტომები ხშირად ხელს უშლის პაციენტებს მუშაობაში, დარღვეულია ძილიც.

მკურნალობა

ალერგიული კონიუქტივიტის პრევენცია დაკავშირებულია იმ რისკ ფაქტორის მოცილებასთან, რომელიც იწვევს ორგანიზმის ალერგიული რეაქციის განვითარებას, მკურნალობა გულისხმობს ანტიალერგიული პრეპატარების ჩაწვეთებას გაღიზიანებულ თვალში.