ალერგია საკვებზე

ალერგია არის ორგანიზმის უკურეაქცია ორგანიზმში მოხვედრილი უცხო ნივთიერებების მიმართ, რომლებიც სხვა ადამიანებში იმავე რეაქციას არ იწვევენ, ეს ნივთიერებები შესაძლებელია იყოს საკვებში, სასმელში, ჰაერში და ა.შ.

იმუნური სისტემა უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას ანტისხეულების წარმოქმნით, როდესაც ადამიანს აქვს ალერგია ანტისხეულები გარკვეულ ნივთიერებებს საშიშად აღიქვამენ და იმუნური სისტემა იწვევს ანთბით რეაქციებს კანში, სინუსურ ღრუებში, სასუნთქ გზებსა და მომნელებელ სისტემაში. 


სიმპტომები

ალერგიული საკვების სულ მცირე რაოდენობამაც შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები როგორებიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევა, გამონაყარი, სასუნთქი მილების გაფართოება. ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში რეაქციებიც ცნობილი, როგორც ანაფლექსური შოკი.

მკურნალობა

სხვადასხვა ადამიანიში ალერგია სხვადასხვაგვარად გამოვლინდება. მცირე გაღიზიანებიდან ანაფლექსურ შოკამდე, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. სამწუხაროდ, ალერგიების უმრავლესობა არ იკურნება, თუმცა მკურნალობის საფუძველზე მანიც შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება.