აკრომეგალიის განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს, მოზრდილ ასაკში ჰიპოფიზის მიერ დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის სინთეზი. შედეგად ზედმეტად იზრდება ხელების ფეხების და სახის შემადგენელი ძვლები.
მკურნალობის გარეშე აკრომეგალიას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, თუმცა მკურნალობითა და მეთვალყურეობით შესაძლებელია დაავადებისა და მისი სიმპტომების კონტროლი