დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დიეტამ, რომელიც გულისხმობს კვების რაციონიდან ხორცის, კვერცხის, რძის ნაწარმის ამოღებას, ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით B12 ვიტამინს და მათი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია. წვრილი ნაწლავის მიერ B12 ვიტამინის შეწოვის ფუნქციის დარღვევა ანემიის განვითარების ერთ ერთი მიზეზია. აღნიშნული ფუნქციის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან წვრილი ნაწლავის ქირუგიულმა ოპერაციამ, წვრილ ნაწლავში არსებულმა ბაქტერიებმა, ან ისეთმა ნაწლავურმა დაავადებებმა, როგორიცაა ცელიაკის ან კრონის დაავადება, რომლებიც აფერხებენ ნაწლავების მიერ ვიტამინების შეწოვის პროცესს. დაავადების გამომწვევად ითვლება პარაზიტი ჭია სოლიტერის ორგანიზმში მოხვდერა, რადგან ის მთლიანად იწოვს ორგანიზმის მკვებავ ნივთიერებებს, მათ შორის ვიტამინებს.ა
ვთვისებიანი ანემია მოიცავს შემდეგ სიმპტომებსა და ნიშნებს: დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, თავბრუსხვევა, ფერმკრთალი ან ყვითელი ფერის კანი. არარეგულარული გულისცემა, წონაში კლება, კუნთების სისუსტე, პიროვნული ცვლილებები, დაბნეულობა ან გულმავიწყობა, ხელებისა და ფეხების დაბუჟება. სიმპტომები ვითარდება ნელ-ნელა თვეების და ხშირად წლების განმავლობაში და უარესდება B12 ვიტამინის რაოდენობის შემცირებასთან ერთად.
მკურნალობა გულისხმობს დიეტის, მედიკამენტებისა თუ სხვა ეფექტური საშუალებებით B12 ვიტამინის დეფიციტის შევსებას