ადენომიოზი წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც საშვილოსნოს ღრუს შემომსაზღვრელი ქსოვილი ჩაზრდილია საშვილოსნოს კუნთოვან კედელში.
სამწუხაროდ, უცნობია რა იწვევს ადენომიოზის განვითარებას, სავარაოდო მიზეზად მიიჩნევა ინვაზიური (დაზიანებული) ქსოვილების გამრავლება, საშვილოსნოს ყელის ანთება, რომელიც უკავშირდება მშობიარობას, ქურურგიული ოპერაცია და ა.შ.
პაციენტებში სიმპტომები ვლინდება შვილოსნობის მოგვიანებით ასაკში, მშობიარობიდან გარკვეული დროის შემდეგ. დაავადების გამოვლინებებს წარმოადგენს გადიდებული საშვილოსნო, ხანგრძლივი და მტკივნეული მენსტრუაცია, ტკივილი სქესობრივი კავშირის დროს.
ადენომიოზი, როგორც წესი მენოპაუზის შემდეგ თავისით გაივლის, ამიტომ მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახლოსაა ქალი მენოპაუზის ასაკთან.