ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია იწვევს მახვილწვეტიანი კონდილომების (მეჭეჭების) განვითარებას. აღმოჩენილია პაპილომავირუსის 100-ზე მეტი ფორმა. თითოეულ მათგანს ახასიათებს კონდილომების გაჩენა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. მაგალითად, ზოგიერთი იწვევს გენიტალიური არის დაზიანებას, ტერფის კონდილომებს, სხვა ტიპები კი დაკავშირებულია სახის და კისრის არეში განვითარებულ კონდილომებთან. ინფექციების უმეტესობა არ იწვევს კობოს განვითარებას, თუმცა რამოდენიმე ტიპის პაპილომავირუსულ ინფექცია ხდება საშვილოსნოს ყელის კიბოს გაჩენის მიზეზი. შექმნილია ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინფექციის იმ ტიპებისგან დაცვას, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მახვილწვეტიანი კონდილომები და საშვილოსნოს ყელის კიბო.