აივით დაინფიცირებისთვის აუცილებელია დაინფიცირებული სისხლის ან საშორს გამონადენის ორგანიზმში მოხვედრა. აივ-ით დაავადებულ ადამიანთან ჩვეულებრივი კონტაქტით, მაგალითად, ჩახუტებით, კოცნით, ცეკვით ან ხელის ჩამორთმევით შეუძლებელია დაინფიცირება. აივ არ ვრცელდება, ჰაერით, წყლით და მწერის ნაკბენით.
ინფექციის სიმპტომები ცვალებადია და დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე. აივით დაინფიცირებულთა უმრავლესობას ვირუსის შეჭრიდან 1-2 თვის შემდეგ უვითარდება გაციების მსგავსი მდგომარეობა. ეს მდგომარეობა, რომელსაც ეწოდება პირველადი ან მწვევ აივ ინფექცია, შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. შესაძლო ნიშნები და სიმპტოებია:
ადამიანის იმუნოდეფიციტით გამოწვეული ინფექციის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა არსებობს წამლები, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ დაავადების პროგრესირებას. მკურნალობის გარეშე აივ ინფექცია დაახლოებით 10 წელში გადადის შიდსში. ინფექციის საწინააღმდეგო წამლებმა ბევრ განვითარებად ქვეყანაში შეამცირეს შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა