აგოროფობია

აგოროფობია არის აღელვებისა და სიმშვიდის დარღვევის ის ფორმა როდესაც ადამიანს აქვს პანიკური შიში ისეთი სიტუაციების თუ ადგილებისა სადაც შეიძლება თავი იგრძნოს უსუსურად, შეტყუებულად, გაუცრუვდეს იმედები და ა.შ.

გამომწვევი მიზეზები

მღელვარება გამოწვეულია შიშით, რომ არ არსებობს გასაქცევი გზა ან დახმარების მიღების საშუალება. პაციენტების უმეტესობას აგოროფობია განუვითარდა მას შემდეგ რაც გადაიტანეს ერთი ან მეტი პატიკური შეტევა და მას შემდეგ მუდმივად ცდილობენ გაერიდონ შემთხვევის ადგილებს ან აიცილონ თავიდან მსგავს სიტუაციაში კიდევ ერთხელ მოხვედრის შესაძლებლობა.

სიმპტომები

ტიპური აგროფობიის დროს ადამიანს აქვს შიში: გავიდეს სახლიდან მარტო, დიდ ხანს გაჩერდეს რიგში ან თავშეყრის ადგილებში, ისეთ შენობებში როგორიც არის კინო თეატრი, პატარა მაღაზიები, ღია სივრცეებში, მაგალითად, ხიდებზე პარკინგის ადგილებზე, სავაჭრო ცენტრებში, იმატებს მღელვარება ისეთი ტრანსპორტით მგზავრობისას როგორიცაა ავტობუსი თვითმფრინავი ან მატარებელი.


მკურნალობა

სამწუხაროდ, აგოროფობის პრევენცის საშუალება არ არსებობს, სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება უფრო მეტად ზრდის დაავადების განვითარების რისკს. ამ მდგომარეობის თავიდან აცილებისთვის რეკომენდირებულია შიშის გამომწვევი ადგილების მონახულება, რაც შეიძლება ხშირად, მანამ სანამ შიშის გრძნობა ბოლომდე არ გაქრება.