ჯანდაცვის ციფრული პლატფორმა

პირველად საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს სამედიცინო ჰაბი, რომლის მეშვეობითაც მომსახურებას გაგიწევენ წამყვანი სპეციალისტები.

დიაგნოსტიკის სისტემა

პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკის ევროპულ სისტემას, რათა მსოფლიოში არსებული სამედიცინო ცოდნის საფუძველზე პაციენტს სიმპტომების მიხედვით დაესვას სწორი კითხვები და დიაგნოზი სიზუსტის მაღალი ალბათობით.

სამედიცინო ცოდნა

სისტემაში უწყვეტად ხდება სამედიცინო ცოდნის ავტომატიზებული შეგროვება და სისტემატიზაცია

ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხორციელდება სამედიცინო სამეცნიერო ლიტერატურის, კვლევებისა და პაციენტების ავადმყოფობის ისტორიის ანალიზი

სიმპტომების ანალიზი

სისტემა უზრუნველყოფს პაციენტის მიერ შეყვანილი მონაცემების (სიმპტომების) ღრმა ანალიზს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური ალგორითმების მეშვეობით