გულის სარქველოვანი დაზიანება

ადამიანის გულს აქვს ოთხი სარქველი, რომელებიც განაპირობებენ სისხლის სწორი მიმართულებით მოძრაობას. გულის თითოეული შეკუმშვის დროს სარქველები იღება და იკეტება. დაზიანების შემთხვევაში ისინი სათანადოდ ვეღარ ასრულებენ გაღებას ან დახურვას რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლის სისხლის ნორმალურ მიმოქცევას. მაგალითად სტენოზის დროს სარქველი ბოლომდე ვერ იღება, ნაკლოვანების დროს კი ბოლომდე არ იხურება და ატარებს სისხლს. მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი სარქველია დაზიანებული და რამდენად მძიმეა დაზიანება. ზოგ შემთვევაში საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევაც