აპნოეს შეტევები ძილში, ობსტრუქციული

ძილის აპნოე - ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ძილის დარღვევა, როდესაც ადამიანი ძილის დროს წყვეტს სუნთქვას. აპნოედ მიიჩნევა სუნთქვის შეწყვეტის ისეთი პერიოდი, რომელიც 10 წამის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება. აპნოეს შეტევის რამდენიმე სახეობა არსებობს, მათგან ყველაზე გავრცელებული ობსტრუქციული ძილის აპნოეა. იგი ვითარდება მაშინ, როცა კუნთები, რომლებიც მდებარეობს ყელის უკანა მხარეს, დუნდება, შედეგად სასუნთქი გზები ვიწროვდება ან იხურება, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას 10 - 20 წამის განმავლობაში, ტვინი აღიქვამს შესუსტებულ სუნთქვას და იწვევს ორგანიზმის გამოღვიძებას სასუნთქი გზების გახსნის მიზნით. ეს პროცესი იმდენად ხანმოკლეა რომ ადამიანს შეიძლება არც ახსოვდეს, სწორედ ამიტომ პაციენტების უმრავლესობა ჰგონია რომ ღამით პრობლემების გარეშე სძინავთ. გამოღვიძების შემდეგ სუნთვა სწრაფად გამოსწორდება ერთი ან ორი ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. ამ დროს ადამიანი გამოსცემს ხვრინვის, ქოშინის, სულის შეხუთვის მსგავსს ხმებს. ეს ყოველივე ერთი საათის განმავლობაში შეიძლება განმეორდეს მინიმუმ ხუთჯერ, მაქსიმუმ 30-ჯერ. ხშირი გამოღვიძება შეუძლებელს ხდის ადამიანმა მიაღწიოს ღრმა ძილის ფაზას რომელიც აუცილებელია დასვენებისა და ენერგიის აღდგენისთვის. ამის გამო პაციენტები მთელი დღის განმავლობაში გრძნობენ ძილის უკმარისობასა და  დაღლილობას.

გამომწვევი მიზეზები

მდგომარეობის გამომწვევი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა: ჭარბიი წონა, მემკვიდრეობით მიღებული შევიწროებული სასუნთქი გზები, ჰიპერტენზია, მოწევა, ასთმა.

სიმპტომები

ობსტრუქციულ აპნოეს შეტევები ხასიათდება შემდეგი ნიშნებითა და სიმპტომებით:

მკურნალობა

საბედნიეროდ დაავადების მკურნალობა შესაძლებელია. არსებობს სპეციალური სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასუნთქი გზების ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებას, გართულებულ შემთხვევებში შესაძლებელია ქირურგიული ოპერაციით ჯანმრთელობის ჩვეული მდგომარეობის დაბრუნება.